იტალიის პრეზიდენტი: საქართველოს მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს, ის ევროპული ცივილიზაციის წევრია და აბსოლუტურად ლოგიკური და გასაგებია, რომ მას ევროპის სრულფასოვნებიანი წევრობა სურს – იტალია საქართველოს ამაში მხარს უჭერს

იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, იტალიის პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, იტალია და რომი საერთო, ფუნდამენტურ პრინციპებს ეყრდნობიან და მშვიდობიან პოლიტიკას ემხრობიან.

„საქართველოსა იტალიას შორის საუკეთესო, ორმხრივი ურთიერთობის ისტორია არსებობს. ჩვენი – საქართველოსა და იტალიის ურთიერთობა კიდევ უფრო ღრმავდება. მახსოვს ჩემი ვიზიტი საქართველოში, რომელიც 4 წლის წინ შედგა. პირველად, ჩვენ საქართველო 1921 წელს, მეორედ კი, 1992 წელს ვაღიარეთ. თბილისსა და რომს საერთაშორისო ურთიერთობებში საერთო პოზიცია აქვთ – ომის დაგმობა, მშვიდობიანი თანაარსებობა და ქვეყნის სუვერენიტეტის აღიარება“, – აღნიშნა იტალიის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, იტალია მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ევროპის სრულფასოვანი წევრი.

„საქართველოს მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს, ის ევროპული ცივილიზაციის წევრია, ამდენად, აბსოლუტურად ლოგიკური და გასაგებია, რომ მას სურს, ევროპის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. იტალია საქართველოს ამაში მხარს უჭერს“, – აღნიშნა სერჯო მატარელამ.

Related posts

კომენტარის დამატება