ივან კორჩოკი: სლოვაკეთი მხარს უჭერს ამ სამი სახელმწიფოს ევროპულ პერსპექტივას. სამივემ გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილოს

ევროკომისიის რეკომენდაციებს საქართველოზე, უკრაინაზე და მოლდოვაზე ფართო მხარდაჭერა აქვს . ჩვენ გვჯერა, რომ ეს უპრეცედენტო და ძალიან საჭირო გადაწყვეტილებაა ამ მართლაც უპრეცედენტო დროს, როდესაც უკრაინაში ომია, – ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან კორჩოკმა განაცხადა. მისი თქმით, სლოვაკეთი მხარს უჭერს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროპულ პერსპექტივას.

„სლოვაკეთი მხარს უჭერს ამ სამი სახელმწიფოს ევროპულ პერსპექტივას. სამივემ გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილოს. დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან მკაფიო პასუხს გასცემს რუსულ აგრესიას და თავის მხრივ ფაქტი, რომ სამი სახელმწიფოს მოსახლეობა ხედავს საკუთარი ქვეყნების მომავალს ევროკავშირში. გადაწყვეტილების მიზეზი არ არის გეოპოლიტიკა და არ უნდა იყოს გეოპოლიტიკა. სამივე სახელმწიფომ გამოთქვა სურვილი იცხოვრონ ევროკავშირში და არ უნდა იყვნენ გეოპოლიტიკის მსხვერპლი. გზა სამივე ქვეყნისთვის ინდივიდუალურია და დამსახურებაზეა დაფუძნებული. მე ვსაუბრობ სლოვაკეთის სახელით და დარწმუნებული ვარ, რომ [კანდიდატი] იქნება უკრაინა, იქნება მოლდოვა, მაგრამ ასევე იქნება საქართველო. ჩვენ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან და მხარს ვუჭერთ მას.

გადაწყვეტილებას 27 ქვეყანა ყოველთვის კონსენსუსით იღებს. ეს არის ის შეფასება, რომელიც ევროკომისიამ მაგიდაზე დადო, მაგრამ მე არ მინდა საქართველოს მოქალაქეების იმედგაცრუება. თქვენ ხართ გზაზე და თუ პირობებს შეასრულებთ, მაშინ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოც შეუერთდება. მე არ მინდა წინასწარ დასკვნების გაკეთება, მაგრამ მსჯელობამ, რომელიც დღეს საგარეო საქმეთა მინისტრებს გვქონდა აჩვენა ფართო მხარდაჭერა ევროკომისიის მიერ მომზადებული მოსაზრებების მიმართ. საბოლოო გადაწყვეტილებას წევრი ქვეყნები კონსენსუსით მიიღებენ“, – განაცხადა მან.

Related posts

კომენტარის დამატება