კახა კალაძე – პრეზიდენტის გადასაწყვეტია , შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას – გვარამიას გარდა, საქართველოს უამრავი პატიმარი ჰყავს, დამნაშავე ყველა დამნაშავეა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა “მთავარი არხის” დირექტორს, ნიკა გვარამიას.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გვარამიას გარდა, საქართველოს კიდევ უამრავი პატიმარი ჰყავს.

“ეს მისი გადასაწყვეტია. გვარამიას გარდა, საქართველოს უამრავი პატიმარი ჰყავს. დამნაშავე ყველა დამნაშავეა. ვინც დანაშაულს სჩადის, ყველა დამნაშავეა”, – განაცხადა კალაძემ.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალოს. ომბუდსმენის ოფისი ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით შემოწმების შედეგებს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოს მსჯელობა როგორც მსჯავრდების, ისე – სასჯელის განსაზღვრის კუთხით დაუსაბუთებელია.

Related posts

კომენტარის დამატება