კახა კალაძე ჟურნალისტს – უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა დანაშაულია? ძალიან მაგარი ლოგიკა გაქვთ, მაგარი განათლებული ხართ, ასე გააგრძელეთ

მაგარი განათლებულები ხართ, ასე გააგრძელეთ, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რა ნიშნით შეირჩა კახა გულედანი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე, აფრიკის დასახლებაში მასობრივი დემონტაჟის დროს იკავებდა თუ არა მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს და გამოირჩევა თუ არა ის რადიკალური მიდგომებით.

კახა კალაძემ ჟურნალისტს მიმართა, რომ “მაგარი ლოგიკა აქვს”.

„უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა დანაშაულია? ძალიან მაგარი ლოგიკა გაქვთ, მაგარი განათლებულები ხართ, ასე გააგრძელეთ”, – მიმართა კალაძემ ჟურნალისტს.

ცნობისთვის, თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე კახა გულედანი დაინიშნა. გულედანის კანდიდატურა დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ყველა ის ადამიანი, ვინც საცხოვრებელ ბინას ელოდება, მომდევნო წლების განმავლობაში აუცილებლად მიიღებს და ამ საქმეს კახა გულედანი უხელმძღვანელებს.

Related posts

კომენტარის დამატება