კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ლევან ნაროუშვილის კანდიდატურა წარადგინა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ლევან ნაროუშვილის კანდიდატურა წარადგინა.

როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ის ამ დრომდე გლდანის გამგებლის თანამდებობას იკავებდა.

„მინდა წარმოგიდგინოთ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის, ლევან ნაროუშვილის კანდიდატურა. ლევანი გლდანის გამგებლის თანამდებობას იკავებდა დღემდე. ის უხელმძღვანელებს ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურს, წარედგინება საკრებულოს. დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერა და თანადგომა იქნება. მინდა ლევანს წარმატებები ვუსურვო. ძალიან მნიშვნელოვანი სამსახურია. არსებობს სერიოზული გამოწვევები, მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც დაგეგმილი გვაქვს და მომდევნო თვეების განმავლობაში უნდა განხორციელდეს“,-განაცხადა კალაძემ.

Related posts

კომენტარის დამატება