კელი დეგნანი – ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ მცდელობას

ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ მცდელობას და ჩვენ ამას გავაგრძელებთ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ბათუმის პორტში სანქცირებული რუსული გემის შემოსვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩო სწავლობს ამ საკითხს.

„რა თქმა უნდა ვსწავლობთ ამ საკითხს, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი და თვალყურს ვადევნებთ ამ ტიპის ქმედებებს ყველგან. ვმუშაობთ სამთავრობო უწყებებთან, საბაჟო, საშემოსავლო სამსახურთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მთავრობა ამას სერიოზულად ეკიდება, რომ ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ მცდელობას და ჩვენ ამას გავაგრძელებთ,“- აღნიშნა კელი დეგნანმა.

Related posts

კომენტარის დამატება