ლატვიის პრემიერი ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს

ლატვიის პრემიერ-მინისტრი ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმს დაესწრო. „ქრონიკის“ კითხვას ასოცირებული ტრიოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის შესახებ კრიშიანის კარინიშმა ასე უპასუხა:

„ამ საკითხს განვიხილავთ ევროპული საბჭოს შემდეგ სამიტზე ივნისის ბოლოს. მე მხარს ვუჭერ ამ ნაბიჯს, რადგან მნიშვნელოვანია ჩვენ, როგორც ევროპამ ძლიერი პოლიტიკური სიგნალი გავუგზავნოთ ამ სახელმწიფოებს, მაგრამ დისკუსიები ჯერ კიდევ ღიაა. ვნახოთ, როგორ წავა პროცესი. მე მხარს ვუჭერ ამ ნაბიჯს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც უნდა გადაიდგას“.

Related posts

კომენტარის დამატება