”ლელოს” მოთხოვნით პარლამენტის 21 ივნისის პლენარულ სხდომაზე ” თავისუფალი ტრიბუნა” დაინიშნა

პოლიტიკურ ჯგუფ “ლელოს“ მოთხოვნით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “თავისუფალი ტრიბუნა“ დაინიშნა.

“ლელო“ “თავისუფალი ტრიბუნის“ ფორმატში პარლამენტს 21 ივნისის სხდომაზე მიმართავს.

“თავისუფალი ტრიბუნა“ სპეციალური საპარლამენტო ფორმატია, როცა ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფს უფლება აქვს, სესიის განმავლობაში ორჯერ 30-წუთიანი გამოსვლით ისარგებლოს. პარლამენტი კი ვალდებულია მას დაუყოვნებლივ მოუსმინოს.

“ლელომ“ ეს შესაძლებლობა ერთხელ უკვე გამოიყენა – 7 ივნისის პლენარულ სხდომაზე “თავისუფალი ტრიბუნიდან“ პარლამენტს “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა მიმართა.

“თავისუფალ ტრიბუნამდე“ პარლამენტის 21 ივნისის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდება. ასევე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ კანონპროექტებს განიხილავენ.

Related posts

კომენტარის დამატება