ლევან ბეჟაშვილი: უკიდურესად პოლარიზებულ პოლიტიკურ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი ტექნიკური მთავრობის მუშაობაა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „უკიდურესად პოლარიზებულ პოლიტიკურ ვითარებაში“ ერთადერთი გამოსავალი ტექნიკური მთავრობის მუშაობაა. მისი თქმით, აღნიშნულის ფარგლებში პროფესიონალები 12-პუნქტიან გეგმაზე იმუშავებენ, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„ჩვენ მივცემთ პროფესიონალებს, ობიექტურ ადამიანებს, არაპარტიულებს, საშუალებას იმუშაონ კონკრეტულად 12-პუნქტიან გეგმაზე და შეასრულონ ის დავალება, რომელიც მომდინარეობს ევროპარლამენტის რეზოლუციიდან, რომელიც აუცილებელი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა იქნება კანდიდატის სტატუსი მისაღებად“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

Related posts

კომენტარის დამატება