ლოიდ ოსტინი – აშშ და მოკავშირეები მზად არიან, მოაწოდონ უკრაინას ყველაფერი იმისთვის, რომ დაეხმარონ მას წარმატების მიღწევაში

შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მზად არიან, მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი იმისთვის, რომ დაეხმარონ მას წარმატების მიღწევაში, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

ჟურნალისტმა თავდაცვის მინისტრს ჰკითხა, არის თუ არა ჯერ კიდევ აშშ-ის მიზანი ის, რომ, დაეხმაროს უკრაინას ომში გამარჯვებაში და ხელი შეუწყოს რუსეთის დასუსტებას. ამ კონტექსტში მან ახსენა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადება, რომ უკრაინას სჭირდება მძიმე იარაღი, მათ შორის 1 000 ჰაუბიცა და 300 მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა.

„უპირველეს ყოვლისა, აშშ მზადაა უზრუნველყოს ყველაფერი და დაეხმაროს უკრაინას წარმატების მიღწევაში, გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ჩვენ გვყავს პარტნიორები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ასევე მზად არიან, დაეხმარონ უკრაინას მნიშვნელოვანი გზებით. ჩვენ უკვე მივაწოდეთ დიდი რაოდენობით ჰაუბიცები და მნიშვნელოვანი რაოდენობით საბრძოლო მასალა, სხვა ბევრ რამესთან ერთად, მაგრამ სხვა ქვეყნებმაც ასევე გაგზავნეს 155 ჰაუბიცა,“- აღნიშნა ოსტინმა.

მისი თქმით, აშშ და მისი პარტნიორები გააგრძელებენ მუშაობას იმისთვის, რომ მიაწოდონ უკრაინას „რაც შეიძლება მეტი, რაც შეიძლება სწრაფად, რათა — დავეხმაროთ მათ წარმატებაში.“

Related posts

კომენტარის დამატება