ლუგანსკის გუბერნატორი – სევეროდონეცკში სიჩუმე მხოლოდ მაშინ არის, როცა იარაღს ტენიან – თუ შორ მანძილზე მოქმედ იარაღს მივიღებთ, ჩვენი მცველები სევეროდონეცკს 2-3 დღეში გაათავისუფლებენ

ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, ამ მომენტისთვის სევეროდონეცკიდან ხალხის ევაკუაცია შეუძლებელია, რადგან სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ თუ დასავლეთი მათ შორ მანძილზე მოქმედი იარაღით მოამარაგებს, უკრაინული ძალები შეძლებენ, რომ „სევეროდონეცკი 2 ან 3 დღეში გაათავისუფლონ“.

„სევეროდონეცკში სიჩუმე მხოლოდ მაშინ არის, როდესაც იარაღს ტენიან. ქუჩის ბრძოლები რეგიონულ ცენტრში გრძელდება. რუსები იცავენ თავიანთ პრიმიტიულ ტაქტიკას: მძიმე საარტილერო ცეცხლის გახსნა, შემდეგ კი – გარღვევის მცდელობა. იგივე მოხდა უკვე განადგურებულ რუბიჟნოესა და პოპასნოეში. თუ ჩვენ სწრაფად მივიღებთ დასავლურ, შორ მანძილზე მოქმედ იარაღს, საარტილერო დუელი დაიწყება, საბჭოთა კავშირი დასავლეთთან დამარცხდება და ჩვენი მცველები შეძლებენ, რომ სევეროდონეცკი 2 ან 3 დღეში გაათავისუფლონ. სევეროდონეცკიდან ევაკუაცია ჯერ კიდევ შეუძლებელია. ამ ეტაპზე, საავადმყოფოს დაჭრილებისთვის ყველაფერი აქვს“, – წერს გაიდაი.

ამასთან, გაიდაიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსები ლისიჩანსკი-ბახმუტის გზას არ აკონტროლებენ, მაგრამ მას გამუდმებით ბომბავენ.

Related posts

კომენტარის დამატება