”მაიმუნის ყვავილის” ვირუსის ფრაგმენტები რამდენიმე პაციენტის სპერმაში აღმოაჩინეს – რა ინფორმაციას ავრცელებს ზაზა წერეთელი

„მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის ფრაგმენტები აღმოაჩინეს იტალიაში რამდენიმე პაციენტის სპერმაში, რაც აჩენს კითხვებს იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა დაავადების სქესობრივი გზით გადაცემა, განაცხადეს დღეს იტალიელმა მეცნიერებმა, – ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი წერს.

„მაიმუნის ყვავილის“ ვირუსი ვრცელდება ინფიცირებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტით, რომელსაც შეუძლია ვირუსის გადადება კანის დამახასიათებელი დაზიანებების ან დიდი რესპირატორული წვეთების მეშვეობით. ამჟამინდელი ეპიდემიის დროს დადასტურებული „მაიმუნის ყვავილის“ მრავალი შემთხვევა არის სექსუალურ პარტნიორებს შორის, რომლებსაც ჰქონდათ ასეთი მჭიდრო კონტაქტი.

ცნობილია, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, როგორიცაა აივ/შიდსი, ქლამიდია და სიფილისი, გამოწვეულია პათოგენებით, რომლებიც გადადიან ერთი ადამიანიდან მეორეზე სწორედ როცა არიან სპერმაში, ვაგინალურ სეკრეტში ან სხეულის სხვა სითხეებში.

სპალანზანის ინსტიტუტის მკვლევრებმა (რომში დაფუძნებული საავადმყოფო და ინფექციური დაავადებების კვლევის დაწესებულება), პირველად განაცხადეს, რომ აღმოაჩინეს „მაიმუნის ვირუსი“ სპერმაში ოთხ პაციენტში იტალიაში, 2 ივნისის მოხსენებაში.

მას შემდეგ, მათ დაადგინეს დაწესებულებაში მყოფი შვიდი პაციენტიდან ექვსის სპერმა შეიცავდა ვირუსის გენეტიკურ მასალას. კერძოდ, ლაბორატორიაში ტესტირებულმა ნიმუშმა აჩვენა, რომ სპერმაში აღმოჩენილ ვირუსს შეუძლია სხვა ადამიანის დაინფიცირება და გამრავლება.

ეს მონაცემები, რომელიც წარდგენილია გამოსაქვეყნებლად, არ არის საკმარისი მტკიცებულება იმის დასამტკიცებლად, რომ ვირუსის ბიოლოგიური თვისებები შეიცვალა და მისი გადაცემის მეთოდი განვითარდა, ამის ირგვლივ კვლევები გრძელდება.

6 ივნისს ონლაინ გამოქვეყნებულ ცალკეულ ანგარიშში გერმანელმა მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს ვირუსული დნმ ქვეყანაში ორი პაციენტის სპერმაში. ვირუსული დნმ-ის აღმოჩენა აუცილებლად არ გულისხმობს ინფექციური ვირუსის არსებობას, თქვა კარლოს მალუკერ დე მოტესმა, რომელიც ხელმძღვანელობს კვლევით ჯგუფს, რომელიც სწავლობს პუქსივირუსის ბიოლოგიას სურეის უნივერსიტეტში.

მთლიანობაში, ჯერ კიდევ დანამდვილებით არ არის ცნობილი, არის თუ არა „მაიმუნის ყვავილით“ დაინფიცირება შესაძლებელი სპერმის საშუალებით, ეს არის საეჭვო და ძალიან სავარაუდოა, რომ ეს ასეა. მაგრამ არსებობს ფორმალური მტკიცებულების ნაკლებობა, და ეს ნაკლებობა ალბათ დროის განმავლობაში ამოივსება იქნება შემდგომი ექსპერიმენტებით ლაბორატორიაში.“ – წერს ზაზა წერეთელი.

Related posts

კომენტარის დამატება