მარნეულში მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა დღეს, შუადღისას მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ფეხით მოსიარულე, რომელსაც მანქანა დაეჯახა, ჯარისკაცია. ახალგაზრდა კაცს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ის საავადმყოფოში გადაიყვანა. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

Related posts

კომენტარის დამატება