მიშელი: გიწვევთ, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინა-მოლდოვასთვის EU-ს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის იწვევს. ეს მიშელმა Twitter-ზე დაწერა.

“ახლა დროა ვაღიაროთ, რომ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. გიწვევთ, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. პარალელურად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინას ძლიერ ჰუმანიტარულ, სამხედრო, ეკონომიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას”- წერს მიშელი.

17 ივნისს, ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის – არა.

24 ივნისს ევროპული საბჭო განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

Related posts

კომენტარის დამატება