მხარდამჭერებთან შეხვედრა მოგვენატრა – იაგო ხვიჩია

“ჩვენი აქცია განსხვავებულია, ჩვენ მხარდამჭერებთან შეხვედრა მოგვენატრა”, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ვფიქრობ, არცერთ აქციას აზრი არ აქვს, რადგან ჩვენ ადამიანებთან ჯერ არ გვისაუბრია, რა არის ევროპა. რას ვშორდებით სინამდვილეში და როგორი ქვეყანა გვინდა, რომელსაც პროევროპულს დავუძახებთ. სანამ ეს თემები არ გაგივლია, ჩემი აზრით, მანამდე არცერთ აქციას არ აქვს აზრი. რაც შეეხება ჩვენს აქციას, ის განსხვავებულია, ჩვენ მხარდამჭერებთან შეხვედრა მოგვენატრა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის. დღეს სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ევროპული კურსის მხარდასაჭერად დაგეგმილი აქცია გაიმართება. გარდა ამისა, ასეთივე შინაარსის აქციას 18 ივნისს „გირჩი“ გამართავს. 20 ივნისს კი – მოძრაობა „სირცხვილია“. 

Related posts

კომენტარის დამატება