მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ევროპელ მეზობლებთან – ნედ პრაისი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, ამერიკა მხარს უჭერს  უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს  ევროპელ მეზობლებთან ინტეგრაციას.

მისი თქმით, შეერთებული შტატები სამივე სახელმწიფოსთან ერთად მუშაობს იმისთვის, რომ გააძლიეროს მათი დემოკრატიული ინსტიტუტები.

„ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში გამოხატავენ დასავლეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის, უფრო მჭიდრო სიახლოვის სურვილს. აშშ ამ სამივე სახელმწიფოსთან ერთად მუშაობს იმისთვის, რომ დაეხმაროს მათ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, დაეხმარონ მათ კონტროლისა და ბალანსის სისტემის განვითარებაში, ევროპასა და დასავლეთთან ინტეგრირებული ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მათ გვერდში დგომას,“- განაცხადა ნედ პრაისმა.

Related posts

კომენტარის დამატება