მოლდოვამ ქვეყანაში ყველა რუსული საინფორმაციო პროგრამის მაუწყებლობა აკრძალა – მედია

მოლდოვამ ოფიციალურად აკრძალა რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო საშუალებები. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Unian, მოლდოვის ტელევიზიისა და რადიოს საბჭოს ხელმძღვანელზე, ლილიანა ვიცუზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოლდოვამ ქვეყანაში ყველა რუსული საინფორმაციო პროგრამის მაუწყებლობა აკრძალა. კანონპროექტს ხელი მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ მოაწერა.

მედიის ცნობით, იმ შემთხვევაში თუ დეზინფორმაციის ფაქტი დადასტურდება სამაუწყებლო კომპანია 7 წლით დაკარგავს ლიცენზიას.

ვიცუმ აღნიშნა, რომ დეზინფორმაციის აკრძალვა მძიმე სანქციების დაწესებასაც მოიაზრებს.

„თუ დეზინფორმაციის ფაქტი დადასტურდება მაშინ კომპანიებს საკუთარი ლიცენზია 7 წლით ჩამოერთმევათ“ – განაცხადა ვიცუმ.

მისი თქმით, კიშინოვი უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო მკაცრ ზომებს იღებს. კანონი ძალაში 24 ივნისიდან შევა.

2 ივნისს მოლდოვის პარლამენტმა მიიღო საინფორმაციო სივრცის დასაცავი კანონი, რომელიც რუსეთიდან ახალი ამბების, ანალიტიკური გადაცემებისა და ომის შესახებ ფილმების რეტრანსლირებას კრძალავს.

Related posts

კომენტარის დამატება