ნახეთ ბოლო წლების სტატისტიკა, რამდენი აბორტი კეთდება ქვეყანაში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით საშუალოდ წელიწადში 28 000 ათასი აბორტი კეთდება. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2012 წელს დაფიქსირდა, როცა  39 200 აბორტი გაკეთდა.

9 წლის განმავლობაში ქვეყანაში 252 300 -მდე აბორტი გაკეთდა. 

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს 372 აბორტი ოც წლამდე ასაკის ქალმა გაიკეთა. 

2018-2019 წლებში საქართველოში 22 763 აბორტი გაკეთდა. უფრო კონკრეტულად, კი 2018 წელს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის 14 066 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით 8 697.

Related posts

კომენტარის დამატება