ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი გახდა

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი გახდა.

თურნავას კანდიდატურას ეროვნული ბანკის საბჭოში პარლამენტის 80-მა წევრმა დაუჭერა მხარი. 9 დეპუტატმა კი ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

ნათია თურნავას საპარლამენტო კომიტეტებში გუშინ მოუსმინეს.

“ეროვნული ბანკის მთავარი სტრატეგიული ამოცანა ინფლაციის მოთოკვა და შემცირება, ფინანსური მდგრადობის და სტაბილურობის შენარჩუნებაა. მეორე – ეს არის ახალი ინოვაციები, ციფრული ტექნოლოგიების ახალი პლატფორმების, ახალი სტარტაპების დანერგვა და მესამე არის კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომელშიც ჩემი გამოცდილებისა და კომპეტენციის ფარგლებში ჩავერთვები და ჩემს წვლილს შევიტან“, – განაცხადა ნათია თურნავამ საკომიტეტო მოსმენისას.

Related posts

კომენტარის დამატება