NATO-ს არ სურს, შავი ზღვის განბლოკვაში მიიღოს მონაწილეობა – NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე

NATO-ს არ სურს, შავი ზღვის განბლოკვაში მიიღოს მონაწილეობა, – ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ  განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„NATO-ს სამხედრო შესაძლებლობების ჩართვა სიტუაციას ვერ მოაგვარებს. პირიქით, ჩვენ გვჯერა, რომ ეს გამოიწვევს გამწვავებას“, – განაცხადა ჯოანამ ჟურნალისტის კითხვაზე, უკრაინიდან შავი ზღვის გავლით სავაჭრო გზების განბლოკვის ვარიანტების შესახებ.

ჯოანმა აღნიშნა, რომ პარტნიორები ცდილობენ, იპოვონ გადაწყვეტის სხვა ვარიანტები. მისი თქმით, მათგან პირველი არის სარკინიგზო და საავტომობილო გზებით ევროკავშირის ქვეყნების პორტებამდე მიტანა და ეს მარშრუტი, მიუხედავად ნაკლოვანებებისა, უკვე იძლევა ექსპორტისთვის განკუთვნილი მარცვლეულის ნაწილის გატანის შესაძლებლობას.

„მეორე ვარიანტი, რომელიც მართლაც ძალიან რთულია, არის შავი ზღვის გასწვრივ უსაფრთხო დერეფნების ორგანიზება. რუსეთი იქნება მათი თანაორგანიზატორი, რადგან რუსეთი მოთამაშეა ამ სცენაზე“, – განაცხადა მირჩა ჯოანამ.

ამასთან, ჯოანამ დადებითად შეაფასა თურქეთის შუამავლობის მცდელობა, რომელიც თავად NATO-ს წევრია და ასევე გაერო-ს მონაწილეობა.

Related posts

კომენტარის დამატება