”ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის მოთხოვნით ადვოკატი ლაშა შუკაკიძის მიერ შეტანილი სარჩელი 1710 ნომრით დარეგისტრირდა

ადვოკატი ლაშა შუკაკიძის მიერ  საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი 1710 ნომრით დარეგისტრირდა. სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ნახოს აღნიშნული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე: https://www.constcourt.ge/ka

 შეგახსენებთ რომ 2022 წლის 1 ივნისს ადვოკატმა ლაშა შუკაკიძემ ”ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის მოთხოვნით შეიტანა სარჩელი. საკონსტიტუციო სარჩელი წარმოდგენილ იქნა, როგორც ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ აკრძალვის მოთხოვნა, რაც გულისხმობს ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შეფასებას კონსტიტუციის 23-ე მუხლთან მიმართებაში.  საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მესამე ნაწილი ადგენს პოლიტიკური პარტიების მოქმედების საზღვრებს, აგრეთვე მათი საქმიანობის დასაშვებ და ამკრძალავ სტანდარტებს,  23-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.

‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრების მხრიდან გაკეთებულ იქნა, როგორიც კოლექტიური, ასევე ინდივიდუალური განცხადებები, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საქართველოს ჩათრევა რუსეთ-უკრაინის ომში, პარტია ეწეოდა ღია ომის პროპაგანდას, რაც აშკარა იყო  მათ   მიერ კონტროლირებადი ტელევიზიების, სოციალური ქსელების  და საქართველოს პარლამენტის ტრიბუნების გამოყენებით, სისტემატიურად გაკეთებული განცხადებებით , რათა  რუსეთ-უკრაინის შეიარაღებულ დაპირისპირებაში საქართველო ჩაეთრიათ, რაც  მისცემდათ კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და  ძალადობით შეცვლის  საშუალებას.

Related posts

კომენტარის დამატება