ომის დასრულებისგან შორს ვართ – ალექსეი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულება, ჯერჯერობით, შეუძლებელია. 

„უკრაინელი ჯარისკაცების წარმოუდგენელი გამძლეობის მიუხედავად, უკრაინაში ომის დასრულება ჯერ კიდევ შორს არის. რუსულ ძალებს აქვთ უპირატესობა არტილერიასა და მძიმე ტექნიკაში. ჩვენს მეომრებს ეს არ აშინებს. ჩვენ ჩვენს პოზიციებს ვამაგრებთ. დრო და დრო კონტრშეტევებს ვახორციელებთ, მაგრამ ომი ჯერ კიდევ გრძელდება და მისი დასრულებისგან შორს ვართ“, – განაცხადა დანილოვმა.

Related posts

კომენტარის დამატება