პარალიმპიური კომიტეტის განცხადებით, სიცრუეა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კომიტეტი 20 ივნისის აქციას უერთდება

პარალიმპიური კომიტეტის განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია თითქოს, 20 ივნისის აქციას  კომიტეტი უერთდება, არის სიცრუე. 

მათი თქმით, ამ განცხადების უკან დგანან ის ადამიანები, ვინც წინა ხელისუფლების დროს ძალადობრივი გზით სცადეს კომიტეტის მიტაცება

“მედიაში ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი აქციას უერთდება. რაც არის მტკნარი სიცრუე და საქართველოს პარალიმპიური ოჯახის დისკრედიტაციის მცდელობა.

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი არის საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის ღირსეული წევრი, იცავს პარალიმპიური მოძრაობის ქარტიას და კონსტიტუციას!

ამ განცხადების უკან დგანან ის ადამიანები, ვინც წინა ხელისუფლების დროს ძალადობრივი გზით სცადეს კომიტეტის მიტაცება. კომიტეტის დამფუძნებელმა გუნდმა შესძლო პარალიმპიური კომიტეტის დაბრუნება 2012 წელს და მას შემდეგ, მოდავე მხარესთან სამი ინსტაციის სასამართლოს მოგება.

შეუძლებელია, ჩვენი მოძრაობის პროგრესის არდანახვა, როცა 3 პარასპორტმენიდან დღეს 300 პარასპორტსმენი გვყავს. ვითარდება პარალიმპიური სპორტის 20 სახეობა და ჩვენი პარალიმპიელები უმაღლესი მიღწევებით ახარებენ გულშემატკივარს. ეს პროგრესი შეუძლებელი იქნებიდა სახელმწიფოს მტკიცე მხარდაჭერის გარეშე, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება!

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი არავის მისცემს უფლებას ჩვენი პარასპორტსმენები და მოძრაობა საკუთარი ბინძური ინტერესებისთვის გამოიყენოს! მოვუწოდებთ, ყველა მედიას, ნუ აყვებიან ყალბ გვერდებს და ფეიკ პროპაგანდას და დაუყონებლივ წაშალონ დეზინფორმაციის შემცველი მასალა!,”-ნათვამია საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში. 

Related posts

კომენტარის დამატება