პარლამენტმა საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საკითხი საპარლამენტო სესიაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ წარადგინა.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, მომავალ წელს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი 60 მილიონ 906 ათასს ლარს შეადგენს.

„2023 წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება განსაზღვრულია 34 მლნ 748 ათასი ლარის, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2023 წლის ბიუჯეტი – 19 მლნ 334,9 ათასი ლარის ოდენობით”-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული საკითხი სესიამდე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი განიხილავს და დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომდევნო წლის ბიუჯეტს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად.

Related posts

კომენტარის დამატება