Politico – ევროკომისია უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას გაუწევს, ევროკომისრები მხარს უჭერენ მოლდოვასაც, თუმცა ნაკლებად დარწმუნებულები არიან საქართველოს მიმართ

ევროკომისია უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას გაუწევს, – ინფორმაციას Politico რამდენიმე ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც, გამოცემის ცნობით, ინფორმირებულია ორშაბათს ევროკომისიაში გამართული დისკუსიის შესახებ.

მათივე ცნობით, ევროკომისრები, საერთო ჯამში, მხარს უჭერენ მოლდოვას, თუმცა ნაკლებად დარწმუნებული არიან საქართველოს მიმართ.

„მოლდოვამ და საქართველომ ასევე გააკეთეს განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ოფიციალური პირების თქმით, კომისრები, საერთო ჯამში, მხარს უჭერენ მოლდოვას, სადაც ახლა ევროკავშირის მომხრე მთავრობაა, მაგრამ ნაკლებად არიან დარწმუნებულები საქართველოს მიმართ, რომელიც, ბოლო წლებში, განიცდის ყოვლისმომცველ პოლიტიკურ არეულობას და შესამჩნევ დემოკრატიულ უკუსვლას,“ – წერს გამოცემა.

Related posts

კომენტარის დამატება