პუტინი თუ ამ ომიდან გაიგებს, რომ მას შეუძლია უბრალოდ გააგრძელოს, როგორც ეს გააკეთა საქართველოსთან და ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, ჩვენ გაცილებით მაღალ ფასს გადავიხდით – იენს სტოლტენბერგი

„პუტინი თუ ამ ომიდან გაიგებს, რომ მას უბრალოდ შეუძლია გააგრძელოს, როგორც ეს გააკეთა საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ და 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, მაშინ ჩვენ გაცილებით მაღალ ფასს გადავიხდით“, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი აღარ არის პარტნიორი და საფრთხეა ალიანსის უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის.

„არავინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება ომი. ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ამას შეიძლება წლები დასჭირდეს. ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ უკრაინის მხარდაჭერა. მაშინაც კი, თუ ხარჯები მაღალია, არა მხოლოდ სამხედრო მხარდაჭერისთვის, არამედ ენერგიისა და სურსათის ფასების ზრდის გამო. მაგრამ ეს არ არის შედარება იმ ფასთან, რომლის გადახდაც უკრაინელებს ყოველდღიურად უწევთ მრავალი სიცოცხლისთვის. პუტინი თუ ამ ომიდან გაიგებს, რომ მას უბრალოდ შეუძლია გააგრძელოს, როგორც ეს გააკეთა საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ და 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, მაშინ ჩვენ გაცილებით მაღალ ფასს გადავიხდით“,- თქვა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვულ ომს ვერ მოიგებს და არ უნდა აწარმოოს.

Related posts

კომენტარის დამატება