პუტინის თქმით, ზოგიერთი სახელმწიფო არ არის მზად, შეეგუოს მსოფლიო ასპარეზზე დომინირების დაკარგვას

ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს გლობალური პროცესების გაკონტროლებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ინფორმაციას RIA ავრცელებს. 

ვლადიმერ პუტინის თქმით, ზოგიერთი სახელმწიფო არ არის მზად, შეეგუოს მსოფლიო ასპარეზზე დომინირების დაკარგვას და ისინი ცდილობენ, შეინარჩუნონ უსამართლო ერთპოლარული მოდელი.

„ეგრეთ წოდებული წესებზე დაფუძნებული წესრიგის და სხვა საეჭვო ცნებების საფარქვეშ ისინი ცდილობენ, გააკონტროლონ და წარმართონ გლობალური პროცესები საკუთარი შეხედულებისამებრ. ატარებენ დახურული ბლოკების და კოალიციების შექმნის კურსს, იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სასარგებლოა მხოლოდ ერთი ქვეყნისთვის – აშშ-სთვის. საერთაშორისო ურთიერთობებში სხვა მონაწილეთა ბუნებრივი უფლებები იგნორირებულია და უსაფრთხოების განუყოფლობის ფუნდამენტური პრინციპი შერჩევით არის განმარტებული. დასავლეთის მიერ სუვერენულ სახელმწიფოებზე დაწესებულმა ცალმხრივმა არალეგიტიმურმა სანქციებმა უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია. ერთი ქვეყნის ან ქვეყნების ჯგუფის დომინირება მსოფლიო ასპარეზზე არა მხოლოდ არაპროდუქტიულია, არამედ სახიფათოც და აუცილებლად წარმოშობს მასშტაბურ, სისტემურ რისკებს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

Related posts

კომენტარის დამატება