რა იყო რუსთავში მომხდარი სისხლიანი გარჩევის მოტივი და რა ვერსიებზე საუბრობენ თვითმხილველები

რუსთავში, სამი პირის დაჭრის ფაქტზე, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა და პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 9-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

რაც შეეხება მომხდარს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, ურთიერთშელაპარაკებისას, სამი პირი დანის გამოყენებით დაჭრა, შემდეგი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სამი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ, თუმცა 34 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საკმაოდ რთული, მას ყელის არეში ჰქონდა დაზიანებები მიყენებული.

„პაციენტი შემოყვანილია საღამოს, 34 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა ნაკვეთ – ნაჩხვლეტი ჭრილობები მარჯვენა ბარძაყის, მარცხენა თეძოს ფრთის და კისრის არეში.მდგომარეობა იყო მძიმე, წნევა არ ესინჯებოდა, შეყვანილი იყო პირდაპირ საოპერაციო ბლოკში, აღმოჩნდა ბარძაყის არტერიის და ვენის დაზიანება, მარჯვენა ქვემო კიდურზე გაკეთდა რეკონსტრუქციული ოპერაცია, აღდგენილი ინა ბარძაყის არტერია და ვენა. პაციენტის მდგომარეობა დილისთვის არის სტაბილური”, – აცხადებს ექიმი. 

Related posts

კომენტარის დამატება