რა თქვა სასამართლოზე ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდებულმა- ახალი დეტალები ტრაგიკული საქმიდან

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმის სასამართლოზე ბრალდებულმა ბინის მეპატრონემ, ზაურ ბუდაგოვმა თქვა, რომ ბინა 2019 წელს გაქირავებისა ან მაღაზიის გაკეთების მიზნით შეიძინა. ინჟინრის მოყვანა კი, ახლობელს, მალხაზ გოჩაძეს სთხოვა,

მისივე თქმით, ტრაგედიის დღეს მალხაზის ზარი დახვდა. რომელმაც უთხრა, რომ მუშები კარებს ვერ ხსნიდნენ. 

„2019 წელს 26 მაისის ქუჩაზე ერთოთახიანი ბინა ვიყიდე. გარემონტება მინდოდა, შემდეგ გაქირავება. ამის შემდეგ კი, მაღაზიის გაკეთება. 5 წელია მალხაზ გოჩაძეს ვიცნობ. ის ამ საქმის პროფესიონალი იყო. ჰყავდა ხალხი  ვინც ბინის გარემონტებაში დამეხმარებოდა. ავუხსენი რისი გაკეთებაც მინდოდა. მითხრა, რომ ნებართვა დასჭირდებოდა მერიიდან. ვუთხარი, რომ კარგი ინჟინერი მინდოდა, რომელიც იტყოდა რა და როგორ გამოვიდოდა. მითხრა, რომ ასეთი მისი ნათესავია. მალხაზს ჰქონდა ბინის გასაღები და არ ვიცი სამუშაოდ ვინ მოიყვანა. იყიდებოდა ასევე პირველ სართულზე, გვერდით ბინა. მას (მალხაზს) დავურეკე და ვაჩვენე ბინის ფოტოები. ვკითხე ერჩია შემეძინა თუ არა ეს ბინა… მან საერთო პროექტი მაჩვენა და მომეწონა. ბოლოს რომ ვესაუბრე, მითხრა ინჟინერი დაიწყებდა მუშაობს. მას შემდეგ, მალხაზი აღარ მინახავს. შემდეგ, მას დავურეკე. მითხრა ბინაში ვართო, მივედი. მუშაობდა. მარჯვენა მხარეს კედელი ნახევრად გამოღებული იყო. ვკითხე დამხმარეები სად არიანთქო. მიპასუხა საჭმელადო. 5 წუთში მუშები მოვიდნენ. მე მათ არ ვიცნობდი…

მეორე დღეს 11 საათზე მივედი. სამუშაო დასრულებული ჰქონდათ. მალხაზი იყო პასუხისმგებელი ყველა სამუშაოზე. მე ჰუსეინი ბინაში მხოლოდ ერთხელ ვნახე… ტრაგედიის დღეს მალხაზის ზარი დამხვდა, გადავურეკე და მითხრა მუშები კარებს ვერ ხსნიან, რომ მივედი სახლი უკვე ჩამონგრეული იყო, “- განაცხადა სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი არასრულწლოვანი გარდაიცვალა.

Related posts

კომენტარის დამატება