“რაღაც განსაკუთრებული კლინიკა უნდა გამოიძებნოს” – განაცხადა გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილზე.

„ჩემი აზრით, ეს მაინც არ არის მკურნალობა. ეს არის უბრალოდ რაღაც, რომ გააძლებინო, მაგრამ რაღაც ნაბიჯი უნდა გადაიდგას. ექიმები უნდა დასხდნენ და მიიღონ გადაწყვეტილება. ადამიანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და ეს უნდა გადაჭრან ექიმებმა. გამოსავალს ვხედავ მკურნალობაში და მკურნალობა, როგორც ჩანს, ვერ ხდება, არ ხდება“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ, კლინიკა „ვივამედში” სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა და მას გადასხმებით ვერავინ უშველის.

„რაღაც ისეთი მდგომარეობა არის, რომ უცხოური კლინიკებისთვისაც რთული ამოცანაა. როგორც ჩანს, რაღაც განსაკუთრებული კლინიკა უნდა გამოიძებნოს, სადაც მოათავსებენ და შეიძლება კიდევ რაღაც ეშველოს“, – განაცხადა გიული ალასანიამ

Related posts

კომენტარის დამატება