რატი იონათამიშვილის თქმით, კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი დეზინფორმაციის და ფეიკნიუსების გავრცელება, რომ თითქოს პარალიმპიური კომიტეტი აქციას უერთდება

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი აქციას უერთდება პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი დეზინფორმაციის და ფეიკნიუსების გავრცელება.

„მიუხედავად იმისა, რომ პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ვარ და ამავდროლუად, „ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, არასდროს მიკადრია, რომ კომიტეტის პოლიტიზება მეცადა, ან პირადი პიარისთვის გამომეყენა კომიტეტის წარმატება, რადგან საკუთარ იმიჯზე მეტად ვუფრთხილდები პარალიმპიური მოძრაობის და კომიტეტის იმიჯსა და რეპუტაციას. კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი დეზინფორმაციის და ფეიკნიუსების გავრცელება! გასაგებია, რომ უკვე ისე უჭირთ, ასეთი სიცრუით და ტყუილებით ცდილობენ ყალბი აღქმების შექმნას, მაგრამ მინიმუმ ძალიან უხერხულია ასეთი ტყუილის კადრება, რეალურად კი ეს არის დანაშაული! ამიტომ აუცილებლად მოგიწევთ ყველაფერზე პასუხის გაცემა!“, – წერს რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

Related posts

კომენტარის დამატება