რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთს საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობა, აშშ თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს – საელჩო

„რუსული დეზინფორმაციის მანქანას სჯერა, რომ აბსურდული ტყუილების მრავალჯერ გამეორებით რეალობა შეიცვლება და ისტორიას გადაწერენ.

ფაქტები კი ასეთია:

1991 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში

რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთს საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობა, აშშ თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს, – ამის შესახებ ამერიკის საელჩო წერს.

2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში

2014 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში

2022 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში

ამ და სხვა საომარი მოქმედებების დაწყებას რუსეთი აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა. მათ თუ დავუჯერებთ, უკრაინაში ომი დაიწყო თავად უკრაინამ, ნატომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს – ებრაელმა ნაცისტებმა.

დასავლეთის ერთობლივი მხარდაჭერით საქართველო და უკრაინა ფეხზე დგას, ინარჩუნებს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთს ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა, შეერთებული შტატები თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს. დასავლეთი ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა.“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

Related posts

კომენტარის დამატება