რომან გოცირიძე – აქცია ორიენტირებულია კონკრეტულ შედეგზე – ხვალ ხელისუფლებამ უნდა თქვას, რომ უერთდება მიშელის დოკუმენტს და მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით

აქცია ორიენტირებულია კონკრეტულ შედეგზე – ხვალ ხელისუფლებამ უნდა თქვას, რომ უერთდება მიშელის დოკუმენტს და მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ აქცია იქნება სიგნალი ევროპისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები მხარს უჭერენ ევროინტეგრაციას, მას ასევე უნდა მოჰყვეს ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები.

„დღევანდელი აქცია ორიენტირებულია კონკრეტულ შედეგზე, 24- ში არსებობს კიდევ შანსი. ამ აქციას უნდა მოჰყვეს მომენტალურად ხელისუფლების ნაბიჯები და პირველ რიგში, ხვალ ხელისუფლებამ უნდა განაცხადოს, რომ უერთდება შარლ მიშელის დოკუმენტს და პირველი კონკრეტული ნაბიჯი უნდა აჩვენოს. ეს არის კონსტიტუციის მიღება მეორე მოსმენით. ასევე უნდა მოჰყვეს პოლიტიკური დევნა და პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება. სიტყვა და საქმე, ორივე შეიძლება განახორციელოს ხელისუფლებამ ამ სამ დღეში. პლუს დღევანდელი გრანდიოზული აქცია იქნება სიგნალი ევროპისთვის. ამ აქციას აქვს კონკრეტული, მატერიალური დატვირთვა, ეს არ არის სიმბოლური შეკრება,“ – განაცხადა გოცირიძემ.

Related posts

კომენტარის დამატება