უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტის დამტკიცებისკენ მოუწოდებს, ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„ყველა მოლაპარაკების დროს, მუდმივად ვუსვამ ხაზს – ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად. რუსეთი, ომისა და აგრესიული ანტიევროპული პოლიტიკის გამო, მუდმივ ზეწოლას უნდა გრძნობდეს. მორიგი მუქარა ლიეტუვას მისამართით, ენერგორესურსების მხრივ მორიგი ზეწოლა, ყველაფერი ეს არგუმენტია იმისთვის, რომ დამტკიცდეს სანქციების მეშვიდე პაკეტი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.