რუსეთის დუმამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დატოვებას მხარი დაუჭირა

რუსეთის პარლამენტმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) დატოვებას მხარი დაუჭირა.

მედიის ინფორმაციით, კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დასავლელი პოლიტიკოსების ხელში რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად იქცა.

მისი თქმით, სასამართლოს ზოგიერთი გადაწყვეტილება „პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა რუსეთის კონსტიტუციას, ღირებულებებსა და ტრადიციებს.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 1950 წლის ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენციით დაფუძნებული საერთაშორისო სასამართლო ორგანოა, რომელიც კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მიმართ კერძო ინდივიდების საჩივრებს განიხილავს.

Related posts

კომენტარის დამატება