რუსეთის პრემიერმა რუსეთის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დაამტკიცა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან (UNWTO) გასვლის შესახებ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა შესაბამის ბრძანებას ხელი „რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ კანონის შესაბამისად“ მოაწერა.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დატოვების გეგმების შესახებ 27 აპრილს გახდა ცნობილი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა, ევროკავშირის მხარდაჭერით, „დაიწყო კამპანია მოსკოვის ორგანიზაციის მუშაობაში მონაწილეობის აღკვეთის მიზნით“.

Related posts

კომენტარის დამატება