სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა დანიშნული.

გასული პროცესი კლინიკა “ვივამედში” უნდა ჩატარებულიყო, სადაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი და პროკურორები მივიდნენ, თუმცა, სააკაშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დასწრება ვერ შეძლო. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.

Related posts

კომენტარის დამატება