დღეს ევროპის მოედანზე პრეზიდენტის მოწვევით გასამართ აქციაში მონაწილეობას ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც მიიღებს, ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ.
ევროპული კურსის მხარდამჭერ აქციაზე მოქალაქეები ევროპის მოედანზე 19:00 საათზე შეიკრიბებიან.
აქციის თაობაზე მოწოდება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მან მოქალაქეებს მიმართა, შეიკრიბონ, რიყეზე, რათა „დავანახოთ ევროპას ჩვენი ერთობა“.