„სამწუხაროდ, ამ სითამამეში მარტო არ ვარ… კვლავ შემოგვიტევს კოვიდი“ – დავით გადელია საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს

ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელი, დავით გადელია მიიჩნევს, რომ კორონავირუსის მორიგი ტალღა კვლავ  შემოგვიტევს, რადგან მოქალაქეებმა პირბადის ტარება მკვეთრად შეზღუდეს. როგორც თავად ამბობს, არც ის იყენებს და ამის გამო ფასის გადახდა მოუწევს.

„როგორც წესი, საყვედურს საკუთარი თავით ვიწყებ ხოლმე: ძალიან გავთამამდი და გავუბერე, საერთოდ აღარ ვიკეთებ პირბადეს. ძირითადად იმიტომ, რომ ალერგია მომცა სახეზე. მანამდე, ერთი წუთითაც არ ვიშორებდი და მთელი პანდემია „სუფთად“ გადავრჩი. ახლა, ვშიშობ ჩემი გათამამება ფასი დამიჯდება.. ცოტა იმის იმედიც მაქვს, რომ ჩვენთან ახლა კოვიდის მხოლოდ შედარებით იოლი, „ომიკრონის“ შტამი ცირკულირებს. თუმცა არც ესაა მთლად უხიფათო… სამწუხაროდ, ამ სითამამეში მარტო არ ვარ და ისეთი პირი უჩანს, კვლავ შემოგვიტევს კოვიდი. თუ უკვე არ შემოგვიტია“ – წერს ექიმი.

Related posts

კომენტარის დამატება