საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური იმართება

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური იმართება. მეორე ტურში მოსახვედრად კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების სულ მცირე 12.5% უნდა მიიღოს. ამომრჩევლები ეროვნული ასამბლეის 577 დეპუტატს 5 წლის ვადით აირჩევენ.

პარლამენტში ადგილებისთვის ბრძოლა სამ მთავარ საარჩევნო ბლოკს შორის იმართება: პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გარშემო შეკრებილ ცენტრისტულ პარტია “ერთად!-ს”, მემარცხენე, ჟან-ლუკ მელენშონის პარტიასა და მემარჯვენეებს შორის.

Related posts

კომენტარის დამატება