საქართველო ახლა ნამდვილად ადგას ევროპულ გზას – ჯოზეფ ბორელი

“საქართველო ახლა ნამდვილად ადგას ევროპულ გზას. დიახ, არსებობს პირობები, ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი და ჩვენ არ უნდა დავაკნინოთ. პირიქით, ეს, ასევე, არის აღიარების ნიშანი და მკაფიო მხარდაჭერა”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა  ჯოზეფ ბორელმა „ტვიტერზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ახლა, ევროპული გზა საქართველოსთვის სრულყოფილად არის განსაზღვრული. იცით რა, როგორ და როდის. მზად ვართ ერთად მუშაობისთვის, საქართველოს საზოგადოების მხარდაჭერისთვის, ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობის გამოყენებისთვის მისი ევროპული მომავლის ასაშენებლად”, – აცხადებს ბორელი.

ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიანიჭა და მხოლოდ ევროპული პერსპექტივით შემოიფარგლა. 

Related posts

კომენტარის დამატება