საქართველო, სავარაუდოდ, ევროკავშირის პირობითი კანდიდატის სტატუსს მიიღებს – ჟოზვიაკი

“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი, რიკარდ ჟოზვიაკი “მთავარ არხთან” საუბრისას ამბობს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით, სავარაუდოდ, იქნება პირობითი კანდიდატის სტატუსის მინიჭება. 

ჟოზვიაკი, რომელიც ბრიუსელში პოლიტიკოსების წინასწარ განწყობებს კარგად იცნობს, აღნიშნავს, რომ თუ ევროკავშირი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პირობითობას დაუწესებს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებას გაწერილი რეფორმების გატარება მოუწევს.

“დღეს ევროპარლამენტში საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას განიხილავენ. განსაკუთრებით ეს შეეხება მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ სიტუაციას, რაზეც ევროპარლამენტარები შეშფოთებულები არიან. აქ შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური პროცესების გამოც.

საქართველო, სავარაუდოდ, ევროკავშირის პირობითი კანდიდატის სტატუსს მიიღებს – ამ სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო პირდაპირ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდა, ეს არის მოლოდინის რეჟიმი, რომელიც გამყარებული იქნება კონკრეტული პირობებით, რაც უნდა იყოს შესრულებული, რომ ევროკავშირმა ქვეყანას კარი გაუღოს. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები მართლმსაჯულებისა და დამოუკიდებელი სასამართლოს, კანონის უზენაესობის, მედიათავისუფლებისა და ადამიანის უფლებების კუთხით”, – ამბობს ჟოზვიაკი.

ცნობისთვის, ევროკავშირი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ივნისი ბოლოს მიიღებს.

Related posts

კომენტარის დამატება