საქართველოს ელჩი სლოვაკეთში: GLOBSEC-ი ძალიან კარგი პლატფორმაა, რომელზეც საქართველოს კიდევ ერთხელ შეუძლია პრიორიტეტების წარმოჩენა – ამ ეტაპზე, ჩვენი პირველი პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრიანების თემაზე ჩვენი საკითხების ლობირება

ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმი (GLOBSEC) გაიხსნა. როგორც სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რევაზ ბეშიძემ განაცხადა, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა. მისივე თქმით, მთავარი თემა, აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცებაა.

„GLOBSEC-ი არის ძალიან კარგი პლატფორმა, რომელზეც საქართველოს კიდევ ერთხელ შეუძლია თავისი პრიორიტეტების წარმოჩენა. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე, ჩვენი პირველი პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრიანების თემაზე ჩვენი საკითხების ლობირება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სამეზობლო პანელზე, რომელიც მიძღვნილია იმ განვითარებებისადმი, რომლებიც ჩვენ ევროკავშირის უშუალო სამეზობლოში გვაქვს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საუბარია, საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე. GLOBSEC-ის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრს ექნება ორმხრივი შეხვედრები თავის კოლეგებთან, ასევე – ევროკავშირის მაღალ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, – განაცხადა რევაზ ბეშიძემ.

Related posts

კომენტარის დამატება