საქართველოში ლარი დოლარის მიმართებით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.9360 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9355 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.05 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0954 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0840 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.14 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა. 

Related posts

კომენტარის დამატება