საქართველოში უძრავი ქონების მშენებლობა გაძვირდა – რა ფაქტორები მოქმედებდნენ მშენებლობის ინდექსის ზრდაზე

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში 2022 წლის პირველ კვარტალში ახალი უძრავი ქონების მშენებლობის ღირებულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12.8%-ითაა გაზრდილი. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 13.6 პროცენტიანი მატებით.

საქსტატის თანახმად, მშენებლობის ინდექსის ზრდაზე შემდეგი ფაქტორები მოქმედებდნენ:

სამშენებლო მასალები – გაძვირება 13.6%, წვლილი ინდექსში 8.12 პროცენტული პუნქტი;დასაქმებულთა ხელფასები – მატება 12.5%, წვლილი ინდექსში 2.78 პროცენტული პუნქტი;მანქანა-დანადგარები – გაძვირება 14.2%, წვლილი ინდექსში 0.71 პროცენტული პუნქტი;ტრანსპორტირება, საწვავი, ელექტროენერგია – გაძვირება 7.8%, წვლილი ინდექსში 0.10 პროცენტული პუნქტი; სხვა ხარჯი – მატება 13.2%, წვლილი ინდექსში 1.10 პროცენტული პუნქტი.

Related posts

კომენტარის დამატება