საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებთან კონსულტაციის პირველი ნაწილი დასრულდა, “მრჩეველთა საბჭოს” ფორმატში.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრსა და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებს შორის, „მრჩეველთა საბჭოს“ ფორმატში, გამართული კონსულტაციების პირველი ნაწილი დასრულდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ აზარაშვილი აშშ-სა და ევროპაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის, მისი ხელმისაწვდომობისა და სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების მექანიზმების შესახებ არსებულ პრაქტიკას გაეცნო.

„ონლაინ“ შეხვედრებზე „მრჩეველთა საბჭოს“ წევრებმა, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე იმსჯელეს.

საზღვარგარეთ მოღვაწე ექიმებმა სამედიცინო პერსონალის უწყვეტი განათლების სისტემის, ექიმთა რესერტიფიცირებისა და პირველადი ჯანდაცვის მნიშვნელობაზე გააკეთეს აქცენტები.

„მრჩეველთა საბჭოს“ ფორმატში „ონლაინ“ კონსულტაციების მეორე ნაწილი უახლოს მომავალში გაიმართება, სადაც მხარეები კონკრეტულ სამოქმედო გეგმებზე იმსჯელებენ.

„მრჩეველთა საბჭო“ ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. მისი წევრები მსოფლიოს წამყვან კლინიკებში მოღვაწე, სხვადასხვა სამედიცინო დარგის წარმატებული ექიმები არიან, რომლებიც სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში მიიღებენ მონაწილეობას“,- აღნიშნავენ უწყებაში.

Related posts

კომენტარის დამატება