სეპარატისტული დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ლიდერი – უკრაინული ძალები სევერედონეცკში უნდა ჩაბარდნენ ან აღმოჩნდებიან სიკვდილის პირისპირ

უკრაინული ძალები სევეროდონეცკში უნდა ჩაბარდნენ ან აღმოჩნდებიან სიკვდილის პირისპირ, – აღნიშნულის შესახებ სეპარატისტული დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა განაცხადა.

„მათ ორი ვარიანტი აქვთ: ან მათი კოლეგების მაგალითს მიჰყვნენ და დანებდნენ, ან მოკვდნენ. მათ სხვა გზა არ აქვთ“, – განაცხადა ედუარდ ბასურინმა.

შეგახსენებთ, რუსული ძალები ახლა, სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ, თუმცა უკრაინულ ძალებს ქალაქზე კონტროლი არ შეუწყვიტავს.

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, უკრაინული მხარე კვლავ ახერხებს, რომ ქალაქიდან გარკვეული რაოდენობის ხალხის ევაკუაცია მოხდეს, მაგრამ ქალქის დაბომბვების ფონზე, ევაკუირებულთა რიცხვი შეზღუდულია.

Related posts

კომენტარის დამატება