სერგეი გაიდაი – რუსი დამპყრობლები სევერედონეცკის აღების კონკრეტულ ვადებს ვეღარ ასახელებენ

რუსი დამპყრობლები სევეროდონეცკის აღებისთვის კონკრეტულ თარიღებს ვეღარ ასახელებენ. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსები ქალაქის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ქალაქი მათი კონტროლის ქვეშაა.

„რუსების ყველა განცხადება, რომ სევეროდონეცკს აკონტროლებენ, სიცრუეა. დიახ, მართლაც, ისინი აკონტროლებენ ქალაქის დიდ ნაწილს, მაგრამ მთელ ქალაქს არ აკონტროლებენ. ახლა ვადებზეც კი არ საუბრობენ, არავინ ასახელებს თარიღებს. ისინი უბრალოდ ამბობენ, რომ აქვთ სევეროდონეცკის სრული აღების ან ლისიჩანსკი-ბახმუტის გზატკეცილის კონტროლის დავალება, ამიტომ ისინი ბომბავენ, მაგრამ ვერ აკონტროლებენ“, – განაცხადა მან.

გაიდაიმ დასძინა, რომ ზოგადად ლუგანსკის რეგიონში ვითარება კვლავ რთულია, რადგან მტერი მუდმივად ავსებს რეზერვებს სხვადასხვა მიმართულებებით.

Related posts

კომენტარის დამატება