სერგეი ლავროვი ირანში ვიზიტს გეგმავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ირანს ეწვევა, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საიდ ხატიბზადემ განაცხადა.

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანს ეწვევა“, – განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ამასთან, საიდ ხატიბზადეს არაფერი უთქვამს ვიზიტის თარიღისა და სხვა დეტალების შესახებ. „დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი,“- აღნიშნა მინისტრმა.

Related posts

კომენტარის დამატება