სერგეი შოიგუ- ლუგანსკის ოლქის 97% გათავისუფლებულია

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მტკიცებით, რუსული ძალები თითქმის მთელ უკრაინის უკიდურეს აღმოსავლეთ რეგიონს აკონტროლებს.

„ლუგანსკის ოლქის 97% გათავისუფლებულია,- განაცხადა შოიგუმ თავდაცვის უწყებაში გამართულ შეხვედრაზე.

შოიგუს განცხადებით, ქალაქ სევეროდონეცკის საცხოვრებელ უბნებს რუსული ძალები აკონტროლებენ და პროცესები მიდის ინდუსტრიული ტერიტორიების ასაღებად.

Related posts

კომენტარის დამატება